logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ „Food and Wine“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდება
პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ „Food and Wine“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდება
10:36 01.05.2018
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მრავალტირაჟიან და პოპულარულ ჟურნალ „Food and Wine“-ის 2018 წლის ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდება.
ამ მიზნით, საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჟურნალ „Food and Wine“-ის აღმასრულებელი რედაქტორი რეი აილი (Ray Isle) და ჟურნალის ფოტოგრაფები იმყოფებოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, „Food and Wine“-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა მოინახულა ღვინის მწარმოებელი მცირე და დიდი მარნები ქართლსა და კახეთში და ქართული ღვინის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო.
რეი აილის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციის გაცნობა.
„სტატია ეხება როგორც ქართულ ღვინოს, ასევე ქართული სამზარეულოს, თუ როგორ ეხამება ისინი ერთმანეთს და როგორი განუყოფელია ერთმანეთისგან. მე დიდი ხანია ღვინოებზე ვწერ და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო 4-5 წელია გაჩნდა ამერიკის სომელიეთა და რესტორნების საზოგადოებაში. მე გამისინჯავს ქართული ღვინო, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ქართული ღვინის საწარმოში და არც ამ ქვეყანაში, არ მინახავს როგორ ამზადებენ ამ ღვინოს, არ ვყოფილვარ ვენახში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ხალხი გაიცნობს ქართულ ღვინოს და სამზარეულოს და გაიგებს მის მშვენიერებას“ - აღნიშა მან.
რეი აილი პირველად სტუმრობდა საქართველოს და როგორც თავად აცხადებს, აშშ-ში შთაბეჭდილებებით ბრუნდება.
„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე, ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ადამიანებია, აქაური კულტურა, ხალხი ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, გახსნილია ვიზიტორებისთვის, რომლებიც საქართველოში მის შესაცნობად ჩამოდიან, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, სადღეგრძელოების ტრადიცია, სტუმრის პატივისცემა, მიპატიჟება, ასეთი რამ შეერთებულ შტატებში არ არის, სასიამოვნოა იყო ამ ყველაფრის ნაწილი” - განაცხადა მან.
„Food and Wine“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან ჟურნალის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი შეადგენს 925 ათასს თვეში, ხოლო მიმდევარი სოციალურ მედიაში 2,3 მილიონს აჭარბებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა