logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს ზუგდიდში გაიმართება
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს ზუგდიდში გაიმართება
09:44 01.05.2018
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვას განაგრძობს. კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს, 1-ელ მაისს, ზუგდიდში გაიმართება. კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

„ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ექნებათ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ“,- - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის14 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.25 პროცენტზე დატოვა.

საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისსხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. შეხვედრები გაიმართა იმერეთში, კახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა