logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპლექსი „თბილისი გარდენს“ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია
დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპლექსი „თბილისი გარდენს“ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია
13:33 29.04.2018
"დღეს ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითია“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის, „თბილისი გარდენის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კომპლექსი ნამდვილად ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს მწვანე გარემოში და ამავე დროს, მიიღოს ყველა ის აუცილებელი და ცოტა მეტი პირობაც, რომელიც საცხოვრებლად არის საჭირო. მინდა ჩვენს ქალაქს, კომპანიის დამფუძნებლებს, მის მენეჯმენს მივულოცო ეს წარმატებული პროექტი, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ექნება აქ ცხოვრების შესაძლებლობა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად, პირველ ეტაპზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა. კომპლექსი შექმნა კომპანია BD Property-მ, რომელიც 1,3 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის, „Quadrum Property Group“-ის წარმომადგენელია საქართველოში. ამ ფონდს ეკუთვნის ასევე სავაჭრო - გასართობი ქალაქი „ისტ პოინტი.“
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მხოლოდ „თბილისი გარდენის“ პროექტმა 3000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
„მშენებლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. 2017 წელს მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.3% იყო. ამასთან, ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა მშენებლობის სექტორში - 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ აღნიშნულ სექტორში 294.6 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 114.0%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 15,8 პროცენტია. შესაბამისად, დინამიურად იზრდება მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობაც - 2017 წლის მეოთხე კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11.8%-ით არის გაზრდილი და საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის მთლიანი დასაქმების 11.1 პროცენტს შეადგენს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა