საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე საგამოფენო
ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-5 პავილიონში დღეს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენას Caucasus Build 2018 ოფიციალურად გახსნის.
Caucasus Build 2018-ს წელს 17 ქვეყნის 200-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას: საქართველო, გერმანია, რუსეთი, ლიტვა, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ირანი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბალორუსია, ნორვეგია, შვეიცარია.
ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სმინისტრო და მსოფლიოში წამყვანი გამოფენების ცენტრი „ტუიაპი“.
ღონისძიება 11:00 სთ-ზე დაიწყება.

















