logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ დანელია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის თაობაზე კონსულტაციებს აგრძელებს
ოთარ დანელია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის თაობაზე კონსულტაციებს აგრძელებს
17:14 23.04.2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია, კონსულტაციები იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის, სფეროსა თუ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანას. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტში უკვე წარმოდგენილია ბევრი შენიშვნა, წინადადება თუ რეკომენდაცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა კიდეც პროექტში.

ოთარ დანელიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო და განაცხადა, რომ კონსტიტუციური ცვლილების ფარგლებში გაჩნდა ჩანაწერი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა ეკრძალება, რაც მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. ამასთანავე უცხო ქვეყნის მოქალაქეს რჩება იჯარის უფლება და სურვილის შემთხვევაში, ამ უფლებას არავინ უზღუდავს.

"შეუზღუდავია საქართველოს მოქალაქის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწსთან მიმართებაში. იურიდიული პირების ნაწილში მოცემულობა ასეთია - საქართველოს მოქალაქე თუ 50 %-ზე მეტს ფლობს კონკრეტულ იურიდიულ სუბიექტში, ასევე აქვს უფლება შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შემოგვაქვს უპირატესი შესყიდვის ცნებაც, რაც აქამდე არ იყო გამოყენებული, ანუ მიწის გასხვისება ხშირად ხდებოდა სხვა პირზე და არა მოიჯარეზე. ამიერიდან კი, უპირველესად ფაქტობრივი მეპატრონის პოზიციის გათვალისწინება მოხდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


მისივე განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა მორატორიუმმა საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები და სირთულეები შექმნა. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარალელურად, ცვლილებები შეიტანონ მოქმედ მორატორიუმში, რათა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისევ გახდეს უფრო თავისუფალი, ვინაიდან სწორედ ამ მორატორიუმის გამო, საკამოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა.

ოთარ დანელიამ კანონპროექტის მიღების პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინიცირება თვის ბოლომდე მოხდება, საბოლოო მიღება კი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე იგეგმება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით პროცედურა ასეა განსაზღვრული.

ოთარ დანელიას განცხადებით, შენიშვნების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვის საკითხს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების კერძო საკუთრებაშია და რომლებიც არ მუშავდება. ასეთი ფართობების რაოდენობა არც ისე ცოტაა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით გარკვეული მექანიზმების ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები იძულებული იქნებიან დაამუშაონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან გაასხვისონ, გასცენ იჯარით და ა.შ. ამგვარად, ოთარ დანელიას განმარტებით, არ არის გამორიცხული, კანონპროექტში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება.

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები უკვე შედგა ინვესტორთა საბჭოსთან, ბანკების ასოციაციასთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ამერიკის სავაჭრო პალატასთან, კონსულტაციები იმართება საპატრიარქოსთან.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა