logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დანიაში ქართული ღვინო წარადგინეს
დანიაში ქართული ღვინო წარადგინეს
16:22 23.04.2018
ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე ,,Copenhagen Wine Fair"" იყო წარმოდგენილი.
გამოფენას დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გიგი გიგიაძე დაესწრო. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ღვინის კულტურაზე და დანიაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო.
გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია. მის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების 15 სახეობის პროდუქცია: ,,მეღვინეობა ვაზიანი"", ,,ბრუალე/ქაპ ჯორჯია"", ,,მოსმიერი"" და ,,წინანდლის ძველი მარანი".
გამოფენაში სულ 25-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, რომელთა დიდი ნაწილი იყო იტალიდან და საფრანგეთიდან, ღვინის მწარმოებლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში გასული წლის ბოლოს ღვინის იმპორტიორი კომპანიის ,,The Easy Company Aps"" მფლობელსა და დანიიის ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სვენდ ლეთ მულერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო დანიაში ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობები და ღვინის ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის პირობები, რის შემდეგაც დაიგეგმა ქართული ღვინის წარდგენა ზემოთ აღნიშნულ გამოფენაში, რათა ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს ადგილი დანიის საექსპორტო ბაზარზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა