logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას უკავშირდება
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას უკავშირდება
21:39 22.04.2018
„მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული. მსოფლიო ბანკისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ევროკავშირისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, გვაქვს სრული მხარდაჭერა სტრუქტურული რეფორმების გატარების საკითხში, ასევე, გვაქვს იმ ინიციატივის სრული მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერესებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე, იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ, 1%-იან ბრუნვის გადასახადს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში.

„შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით კანდიდატები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” მიღებისა. რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, გვეცოდინება კონკრეტულად რა დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მივიღებთ ჩვენი ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში, ასევე, გამართა მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა