logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
21:14 22.04.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე, განვიხილეთ განათლების სექტორში ინვესტირების საკითხები. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით. ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ამ პოტენციალის გამოყენებას, აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის, რომლიდანაც სარგებელი უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ და ქვეყნის ყველა რეგიონმა. დღეს ბევრი ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ განახორციელოს ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იმართება სწორად, არის კარგი ეკონომიკური ზრდა, იქმნება სამუშაო ადგილები, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად უყურებს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან 25 წელია თანამშრომლობს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ თქვენი ქვეყნის განვითარებაში,“ - განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

შეხვედრაზე ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერად, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა