logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ  ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა
კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა
15:09 20.04.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო "ბილტმორში" თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან საუკეთესო მაგალითები იქნება გადმოტანილი.

"გვინდა წარმოვადგინოთ ჩვენი კონცეფცია, ხედვა ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წინასაარჩევნოდ ბევრს ვსაუბრობდი ამ დარგის განვითარებაზე. ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარებას, ხმაურის რეგულირებას, უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარებას. პროექტის განხორციელებაში კი, თითოეული მოქალაქისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"გვქონდა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, ვსაუბრობდით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქალაქში ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ღამის ეკონომიკის განვითარებაა. ზოგადად, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება ტრანსპორტი, რომელსაც ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ. ასევე, ერთ-ერთი საკითხია ხმაურის რეგულირება. ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარებაა. კახა კალაძის თქმით, კონცენტრირება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და ქალაქის განვითარება თანაბრად უნდა მოხდეს.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა იზრდება, რომელთან დაკავშირებითაც, ღამის ეკონომიკის განვითარების ასპექტში, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მოხდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა