logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომეო მიქაუტაძე: ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია
რომეო მიქაუტაძე: ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია
17:56 19.04.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილს ლენტეხში მშენებარე „ხელედულა-3 ჰესთან“ დაკავშირებით კითხვები აქვთ.
შეხვედრაში ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის შპს „ხელედულა ენერჯის” წარმომადგენლები მონაწილეობენ.
„დღეს შევხვდი ლენეტეხელებს და მათ დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია დაგეგმილი ჰესის პროექტის შესახებ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია ენერგეტიკის განვითარების გარეშე. თითოეულ ჰესს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. ყოველი ახალი ჰესი ნიშნავს მეტ ელექტროენერგიას ჩვენი მოსახლეობისათვის, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობა, პირადად მე, ძალღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ავუხსნათ“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ
„ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე ხორციელდება.
გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ეტაპობრივ ჩანაცვლებას.
ჰესის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ.-ია ,ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250მლნ. კვტ საათი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 400მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის ურმავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ჰესის ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 1,5 მლნ ლარი შევა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა