logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან „მესტიაჭალას“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან „მესტიაჭალას“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
10:41 19.04.2018
„გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა მესტიის მოსახლეობის იმ ჯგუფთან, რომელსაც კითხვები აქვს სვანეთში "მესტიაჭალაჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავაცანით მოსახლეობას უსაფრთხოების ყველა ღონისძიება, რომელიც პროექტშია გათვალისწინებული და დეტალურად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ არ არის გარემოსთვის რაიმე საფრთხის შემცველი არამხოლოდ „მესტიაჭალა,“ არამედ ყველა იმ ჰესის პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში იგეგმება. გავცვალეთ მოსაზრებები და ორივე მხრიდან დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელშიც, მესტიის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად მათ მიერვე მოწვეული დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მშენებელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც რომეო მიქაუტაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ჰესის გარემოზე ზემოქმედების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე თქმით, ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, წყალსაცავის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით.

„მე არაერთხელ ვიყავი ჩასული და შეხვედრა მქონდა მესტიელებთან, მათთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. დღეს თბილისში გავმართეთ კიდევ ერთი შეხვედრა სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად და პასუხები გავეცით მათ კითხვებს. ამ შეხვედრაზეც განვმარტე, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადის რამდენიმე საფეხურს. მე ვიცი, რის საფუძველზე გადავიდა „მესტიაჭალაჰესი“ მშენებლობის ეტაპზე და დეტალურად ვუხსნი ამას ადგილობრივ მოსახლეობას. ვისაუბრე იმაზეც, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჰესების მშენებლობას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობა უკვე დაწყებულია, წესების სრული დაცვით არის გავლილი ყველა საჭირო იურიდიული თუ ტექნიკური პროცედურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტრო მუდამ მზად არის ამ პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

„მესტიაჭალა ჰესი1“-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მგვტს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ.კვტ.სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპებზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 1,5 მლნ ლარი შევა“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა