logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან ფიფია: BGEO - მ აზოტი მიიტაცა, ევროპის ბანკს (EBRD) და მთავრობას კი პროექტი ჩაუგდო
რომან ფიფია: BGEO - მ აზოტი მიიტაცა, ევროპის ბანკს (EBRD) და მთავრობას კი პროექტი ჩაუგდო
16:51 17.04.2018
რატომ ან როგორ ამუხრუჭებენ ბანკები ეკონომიკას, ამაზე დებატები მესამე დღეა გრძელდება; მასში პარლამენტიც გეგმავს ჩაერთოს და ამ მიზნით იქ ფინანსთა მინისტრსაც ეძახიან.
მინისტრის პოზიციას ლონდონში ჩანიშნული სასამართლო დავაც ეხმიანება, რუსთავის აზოტის ყოფილი მფლობელი, რომან ფიფია საქართველოს ბანკს ქარხნის თაღლითურად მიტაცებას ედავება და ლონდონში ჩივის .
თაღლითურ სქემაში BGEO და მასთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

დეტალები სასარჩელო განცხადებაშია, რომელზეც ფიფიას წარმომადგენელი თეა ხამხაძე საუბრობს :
საქართველოს ბანკის მოთხოვნით აზოტი აუქციონზე 2016 სექტემბერში გაიყიდა - დაახლოებით 100 მლნი დოლარის სანაცვლოდ , რომელსაც საქართველოს ბანკს- ს 2011-ში ესესხა,
ვალის დაბრუნების პრობლემა აზოტს არ ჰქონდა, უფრო მეტიც, 2016-ის 30 ივნისს ევროპის ბანკმა (EBRD) ის საინვესტიციოდ საკმარისად სანდოდ მიიჩნია, მას სხვა ბანკებიც და მთავრობის საინვესტიციო ფონდიც შეუერთდა.

საინვესტიციო სქემა ასეთი იყო
50-50-თ მლნ დოლარით მონაწილეობდნენ ევროპისა და ლუქსემბურგის ბანკები და საპარტნიორო ფონდი ; 30-თ მლნს. საქართველოს ბანკი, 25-თ მლნს. ჰოლანდიის ბანკი და 20 მლნსაც რომან ფიფია გაიღებდა;
ჯამში 225 მლნი დოლარი გამოდიოდა, თავად საწარმო კი აუდიტმა მაშინ 388 მლნ დოლარად შეაფასა.
2016 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამოსცა დადგენილება, რითაც პროექტში მთავრობის მონაწილეობა დასტურდება .

ორიოდ კვირაში კი, მოულოდნელად BGEO-მ აზოტის გაყიდვა და ვალის დაბრუნება მოითხოვა აუქციონი 24 აგვისტოს გამოცხადდა და 1 სექტემბერს დასრულდა, აზოტი ეუ-ინვესტმენტმა 100 მლნ-ად იყიდა, კონკურსში მან მეორე მონაწილეს, საქართველოს ბანკს აჯობა, - თუმცა თუ რეესტრს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ აუქციონის ყველა მონაწილე ერთმანეთთან იყო კავშირში. ეუ-ინვესტმენტის ხელმძღვანელი, რომელიც აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა, ეფრემ-ურუმაშვილია, მანამდე ის საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილეც იყო და საქართველოს ბანკის მომსახურე საადვოკატო კომპანია “ნოდია-ურუმაშვილის” დამფუძნებელიც, მისი მეორე პარტნიორი, ნოდია კი მეწილე იყო თბილისის სააუქციონე სახლშიც და ფულიც ურუმაშვილს აზოტის საყიდლად ასევე BGEO - მ მისცა…

საქართველოს ბანკის მფლობელია ბჯიო გრუპი, ის კი თავის მხრივ ბიჯიო გრუპ ფი-ელ-ესის საკუთრებაა, რომელიც ლონდონშია რეგისტრირებული. სარჩელი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, სადავო თანხა კი 994 მილიონი დოლარია, ზარალის მოცულობა, უცხოელი ექსპერტების შეფასების შედეგად დადგინდა .


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა