logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
09:57 17.04.2018
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და რეგიონული კავშირების გაზრდას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული პარტნიორობისთვის, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 10 წელია ვითარდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის სექცია. ასევე, განიხილება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გვირაბის მშენებლობა ყაზბეგის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით და ხელს შეუწობს აღნიშნული რეგიონის განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ADB-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: გზები, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყალი და კანალიზაცია. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა