logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მამუკა ხაზარაძე: საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა
მამუკა ხაზარაძე: საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა
18:09 13.04.2018
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, საბანკო სისტემა წამყვანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოში.
მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთი, რითიც ქართული ბანკები კორპორაციებს აფინანსებენ, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები.
„ქართული საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოში. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მას აქვს ყველაზე დაბალი საპორცენტო განაკვეთი რეგიონში. ჩვენი საპროცენტო განაკვეთი, რითიც ვაფინანსებთ კორპორაციებს, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ ბანკებს“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ეკონომიკის დამფინანსებელი მხოლოდ ქართული საბანკო სისტემაა და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები.

„არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდები, რომელიც იმედია, შეიქმნება მიმდინარე რეფორმების შედეგად. ამ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მარტო თიბისი ბანკის მონაცემებით, სამ მილიარდ ნახევარი ლარი გვაქვს ინვესტირებული მცირე,საშუალო და მსხვილ ბიზნესში ამ პროცესს ვაგრძელებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სისტემა ძალიან სენსიტიურია. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, ეს ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, რასაც დღეს საქართველოში 20-ზე მეტი ადგილობრივი ბანკის არსებობაც ადასტურებს. აქედან ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან მოზიდული ჰყავს მაღალი კლასის ინვესტორები და ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოაქვს ქვეყანაში. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და გაჩნდეს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები.

საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა