logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომ რამდენიმე წელიწადში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის სავალდებულო გახდეს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომ რამდენიმე წელიწადში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის სავალდებულო გახდეს
16:42 13.04.2018
„ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ – ამ სახელწოდების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა დღეს ტექნოპარკში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ. მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დანიელ ჰაასმა და გერმანია-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე, სამომავლო მხარდაჭერის მზაობაზე ისაუბრა. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ GIZ-ის რეგიონული ოფისის დირექტორი როლანდ შტოიერი და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ხელმძღვანელი კლაუს ვაიგელი.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს მთავრობის მიზანია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ეს პოლიტიკა ხორციელდება მწვანე ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად და ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, თუმცა, ის ვერ ახერხებს თავისი ენერგოეფექტურობის პოტენციალის სრულად რეალიზებას, რისი მიღწევაც ქვეყანაში შესაბამისი ცოდნისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით არის შესაძლებელი.

სწორედ ამ მიზნით, ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა სახელმძღვანელო „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში,“ რომელიც GIZ პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის შედეგად საქართველომ იკისრა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის არის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან შესაბამისი კანონმდებლობის დაახლოვება. ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ეძღვნება შენობებში ენერგოეფექტურობის საკითხებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში სავალდებულო გახდება ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის, აგრეთვე ისეთი შენობებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ირმა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება როგორც დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიებში, ასევე მოსახლეობაში და ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ქმედით ღონისძიებებს ატარებს. „აქტიურად ვთანამშრომლობთ GIZ-თან და გერმანიის საელჩოსთან, რისთვისაც მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის გადმოცემული ის მოთხოვნები, რაც უნდა შესრულდეს შენობის ენერგოეფექტურობისთვის - საუბარია როგორც შენობებზე, ასევე გათბობა-კონდიცირების სისტემებზე“ - აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ეს წიგნი დაეხმარება საქართველოში მცხოვრებ სპეციალისტებს, კომპანიებს, ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს და ზოგადად მოსახლეობას იმისთვის, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო დანიშნულების შენობები გახდეს ენერგოეფექტური და ამ მხრივ ხელი შეეწყოს ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯების დაზოგვას.

ტექნოპარკში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში სახელმძღვანელოს ავტორებმა ძირითად საკითხებზე და მსოფლიოში პროგრესირებადი კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სხვადასხვა საფრთხეებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ენერგოდაზოგვა, როგორც გლობალური ძალისხმევის ნაწილი და მისი როლი მდგრად მშენებლობაში. პრეზენტაციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორის განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა