logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება ჩვენს ეკონომიკაში
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება ჩვენს ეკონომიკაში
10:47 13.04.2018
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძეის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სიცოცხლე შეძინოს იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება ქართულ ეკონომიკაში.

ამის შესახებ ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ უკვე დაანონსებულ საგადასახადო რეფორმებთან ერთად, ახალი ინიციატივა გულისხმობს პირველად სასტარტო კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობას.



„ჩვენი თითოეული რეფორმის უკან დგას მთავარი იდეა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, რომლის დამარცხების ყველაზე სწორი გზაა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა ძალიან საინტერესო პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს მეწარმეებს, რათა მათ დაიწყონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მცირე მეწარმეობის წახალისება, შესაბამისად, ჩვენ თითოეულ რეფორმას სწორედ ამ გადასახედიდან უნდა შევხედოთ. დღეს გვაქვს ვითარება, რომ მეწარმე, როდესაც მიდის ბანკში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კაპიტალი. თუ მას ეს კაპიტალი არ აქვს, ბევრი ძალიან კარგი იდეა ვერ ხორციელდება და ვერ ხდება სიცოცხლისუნარიანი, ასევე, არის შემთხვევები, როცა პროექტი შეიძლება აკმაყოფილებდეს სტანდარტს, თუმცა არსებული საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, იმდენად მაღალია საპროცენტო ხარჯი, რომ მეწარმე ხშირად უარს ამბობს სესხის აღებაზე. ესეც ხშირად ბლოკავს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ფინანსურ სექტორთან ერთად, საბანკო სექტორთან ერთად, შევქმნათ ისეთი ტიპის ფინანსური პროდუქტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ ქვეყანაში განვახორციელოთ ყველა ის ეკონომიკური ინიციატივა, რომელიც დაეხმარება ჩვენს მეწარმეებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა