logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდება
„ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდება
10:41 13.04.2018
„ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს როლისა და მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე სპეციალური კვლევის დოკუმენტი მომზადდება, რომელსაც საქართველოს და ჩინეთის მხარეები ხელს მოაწერენ. დოკუმენტი განსაზღვრავს კონცეფციას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ინიციატივის ფარგლებში განსახორცილებელი ღონისძიებებისა და კონკრეტული პროექტების შესახებ ახალი ტალღის დაწყების საფუძველი იქნება,“ – ეს შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელ პირებთან. შეთანხმებას ჩინეთის მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა და კომერციის სამინისტროები, საქართველოს მხრიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ მიზნით, მაისში საქართველოში ჩამოვა კომიტეტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვლევის დოკუმენტის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. შესაბამისად, საქართველოსთვის პრიორიტეტია აღნიშნულ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მათ შორის, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოზე გამავალი ე.წ. „შუა დერეფანი“ უკეთ გამოიკვეთოს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ რუკაზე ეკონომიკური და სარკინიგზო დერეფნების ფარგლებში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინგ ძიჭთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჯერ კიდევ აუთვისებელია სრული პოტენციალი.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ ურთიერთობები ახალ ეტაპზე აიყვანა. მისი თქმით, საქართველო, ინვესტიციების განხორციელების და ბიზნესსაქმიანობის წარმართვის კუთხით, წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანას ჩინური კომპანიებისთვის. მეორე მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებას საქართველოში, რაც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს და მის დივერსიფიცირებას მოახდენს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ასევე ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება რეგიონულ კონტექსტშიც - საქართველო თანდათანობით იმკვიდრებს თავს როგორც რეგიონალური ცენტრი საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნესსაქმიანობისთვის.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული ინიციატივები იძლევა იმის შესაძლებლობას, რათა საქართველოზე გამავალი ე.წ. „შუა დერეფანი“ უკეთ გამოიკვეთოს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ რუკაზე და ამით ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო, მათ შორის, ჩინელი ინვესტორებისთვის, ხოლო სატრანსპორტო კორიდორი - მეტად ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტრანზიტისთვის, აგრეთვე გახადოს აღნიშნული კორიდორი სტაბილური და მდგრადი.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტი მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს მთავრობას 2019 წელს თბილისის აბრეშუმის გზის ტრადიციული ფორუმის გამართვაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა