ევროკავშირის საბჭომ, საქართველოსთვის 45 მლნ. ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების
გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას კანონის უზენაესობის და ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში.

















