logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია
პრემიერი: ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია
17:54 12.04.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, სხვადასხვა პლატფორმის შექმნა, სადაც ახალგაზრდებს ხელისუფლებისთვის თავიანთი აზრის ორგანიზებულად მიწოდების შესაძლებლობა ექნებათ, მისასალმებელია.
ამის შესახებ პრემიერმა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მოგესალმებით, მივესალმები ახალგაზრდა ფერმერებს! ჩემთვის ძალიან სასიხარულო დღეა, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ.
მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებები და სწორედ, თქვენი ასაკია ის ასაკი, როდესაც ეს ყველაზე ადვილია.
არაორდინალური იდეები გვჭირდება და ჩვენ მივესალმებით სხვადასხვა პლატფორმების შექმნას, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ორგანიზებულად მიაწოდონ თავიანთი აზრი ხელისუფლებას, უზრუნველყონ თავიანთი ჩართულობა მართვის საქმეში, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ყველაფერი, პრინციპში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მათ შორის ეს პროგრამაც არის იმისკენ გამიზნული, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, განახორციელონ, რეალიზაცია გაუკეთონ საკუთარ პოტენციალს და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც ზუსტად ამ ნიშაზეა განსაზღვრული.
ეს არის გათვლილი 18-დან 40 წლამდე ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები, განსაკუთრებით, ეს არის რეგიონებზე გათლილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე. ამიტომ არის, სწორედ, ფერმერების ჩართულობა ამ პროგრამაში განსაკუთრებით ხაზგასმული და რამდენადაც მე ვიცი, ასევე, გათვალისწინებულია, 20 % არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებიც, მაგრამ რეგიონებში იქნება ეს წახალისებული“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა ახალგაზრდობამ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია უკეთ მოახდინოს.

„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ ახალგაზრდობამ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია უკეთ მოახდინოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმა არის იმ მიმართულების, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება.
ჩვენ არ უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც აწარმოებს ყოველწლიურად უმუშევარ ადამიანებს, ანუ იმ პროფესიის ადამიანებს, რომლის საჭიროებაც ქვეყანაში იმ რაოდენობით არ არის და სწორედ, ის ნაბიჯები, რომლებიც დღეს იდგმება, ერთი მხრივ, ეს არის ხარისხზე ზეწოლა, ანუ ხარისხის გაზრდა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და მეორე მხრივ, გარკვეული მარეგულირებელი ბერკეტების გამოყენება იმ პროფესიებისთვის, რომელიც დღეს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ეს განსაკუთრებით არის ტექნიკური პროფესიები, სოფლად არსებული ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები და ა.შ. რა თქმა უნდა, სისტემის განვითარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამაზეც სახელმწიფო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს.
გარდა პროფესიულ-საგანმანათლებლო მიმართულებისა, სახელმწიფომ გადადგა ძალიან ბევრი ნაბიჯი იმისათვის, რომ დამწყებ ბიზნესმენს, დამწყებ მეწარმეს ჰქონდეს განსაკუთრებული პირობები შექმნილი. სწორედ, ამისთვის იყო „სტარტაპ საქართველო“, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროექტი და ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი ვიხილეთ ამ დაფინანსების ფარგლებში. ასევე, სწორედ ამისთვისაა პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, თავისი სხვადასხვა კომპონენტით, მათ შორის - წარმოების მიმართულებით, მცირე სასტუმროების მიმართულებით, საქართველოში კინოგადაღების ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის არაერთი პროგრამა, როგორიც არის დანერგე საქართველოში, აგროკრედიტის პროგრამა, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების განვითარების პროგრამა და ა.შ., რომლებიც პირდაპირაა მიმართული სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რაც არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა.
დღეს ვიწყებთ პროექტს „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღა მცირე და დამწყები საწარმოების განვითარებისთვის. პროგრამის შემუშავებაში საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარა დანიის ხელისუფლება, დანიის მთავრობა და ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD). მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს 18-დან 40 წლამდე დამწყები მეწარმეების წახალისებას, 40 %-იანი გრანტია გათვალისწინებული, ასევე გათვალისწინებულია საკონსულტაციო დახმარება და რა თქმა უნდა, დანარჩენი დაფინანსების მოძიება მეწარმეებს შეუძლიათ უკვე იმ დანარჩენი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ.
ასე რომ, იკვრება ერთი დიდი წრედი, რომლის სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა კუთხით განსაზღვრულია დამწყები და მცირე მეწარმეების დახმარებისთვის.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან წარმატებული.
ასევე, მინდა გითხრათ რომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს, ანუ ის პროექტები, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებული ტალღა.
ყველა ეს პროექტი ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა ფაქტიურად ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი.
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან დასაქმებულები, დაქირავებული მოხელეები, თუმცა ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ენერგია, რომელიც სულ სხვა დინამიკას მოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა.
მინდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადავუხადო, ასევე, პირადად ლევან დავითაშვილს და პროექტების მართვის სააგენტოს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ამ პროექტის მომსახურება.
მინდა, წარმატება გისურვოთ პირველ რიგში თქვენ, ჩემო ახალგაზრდებო. თქვენ რომ გიყურებთ და ამ ენერგიას ვხედავ, დამერწმუნეთ, ჩვენ გვემატება ის აუცილებელი ენერგია, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ წარმატებული ადამიანები ცხოვრებაში და ერთად შევქმნათ ის წარმატებული, სწრაფად მზარდი დინამიური ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს განვითარების სრულიად, თვისობრივად, სხვა საფეხურზე.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!”- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა