logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა
20:41 11.04.2018
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისა და დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაპირდა.

კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან.
შეხვედრზე საუბარი წარიმართა ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის ქართული ღვინის შეთავაზების შესაძლებლობაზე.

„საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვევა, რათა შემდგომში გადაწყვეტილებების მიღება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ იქნას მიღებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დაჩქარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის კეთილი ნება, ისევე როგორც გადაწყვეტილებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ.

„მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი კომპანიების სტუმრობა, როგორიცაა საემიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „EMAAR”, რომელიც საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, ყურადღება იქნება გამახვილებული როგორც საქართველოს ცენტრალურ ქალაქებისა, ასევე საზღვაო კურორტების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს მთის კურორტების განვითარების საკითხი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა