სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ხვალმ 12 აპრილს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე გიორგი ჩიქოვანი, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის კანომდებლობის მიხედვით ბუნებრივი გაზის რეფორმირების თაობაზე მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance Project (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა) პროექტის ფარგლებში იმართება.
ღონისძიება 09:30 საათზე დაიწყება.

















