logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
16:02 10.04.2018
დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორების წინაშე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცელი მოხსენება გააკეთა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის დინამიკაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საინვესტიციო პროექტებზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, უძრავ ქონებასა და ტურიზმის ინდუსტრიაში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. აგრეთვე მოქმედ პროგრამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის საფუძველსაც მთავრობის ეკონომიკური პროგრამა წარმოადგენს.
მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს რეინვესტირებისა და ახალი სამუშაო სამუშაო ადგილების შექმნას შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორთა მხრიდან ასევე გამოითქვა დაინტერესება იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მიმართ, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან.
ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო ვითარება ტურიზმის სფეროში, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავლის გენერირება შეძლო.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მაღალ პოზიციებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მე-9 ადგილზე მსოფლიო ბანკის „Easy Doing Business 2018“, მე-16 ადგილზე „ჰერითიჯის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში და ა.შ.
პირველი ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც დუბაის ფორუმსა და გამოფენაზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მონაწილეობენ.
დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საამიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, რომლის დროსაც საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა