logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი პრიორიტეტია, საქართველოში მოხდეს მოსახლეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც ემსახურება მცირე და მიკრო მეწარმეობის წახალისებას
მამუკა ბახტაძე: ჩვენი პრიორიტეტია, საქართველოში მოხდეს მოსახლეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც ემსახურება მცირე და მიკრო მეწარმეობის წახალისებას
17:50 04.04.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქვეყანაში მიღწეულ იქნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს და თითოეულ მოქალაქეს შეეხება.



„დღეს ეს პრობლემა დგას და დგას, ძირითადად, რეგიონებში. ჩვენი მოქალაქეები ვერ ახერხებენ ბიზნესზე თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას. უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის სასოფლო-სამეურნეო საქონელი. ჩვენი ინიციატივის შედეგად, ეს საგადასახადო ბარიერი მოიხსნება და ბიზნესი წყაროზე დაბეგვრის გზის მექანიზმით, შეძლებს ჩვენი მოქალაქეებიდან იყიდოს ნებისმიერი ტიპის პროდუქცია და შესაბამისად, გამოქვითოს თავის ხარჯში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით შემუშავებული საგადასახადო ინიციატივების საკითხზე, გაიმართა შეხვედრები რეგიონებში, სადაც ბევრი აქტუალური და საინტერესო რეკომენდაცია და წინადადება იქნა მიღებული.



„დღეს, ჩვენ მიერ ინიცირებული თემაც სწორედ ასეთი აქტუალური საკითხია. ამასთან ერთად, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ პირები, რომლებიც არიან არა მცირე, არამედ მიკრომეწარმეები, მათაც ექნებათ ორგანიზებულ ბიზნესთან კონტრაქტების გაფორმების საშუალება ისე, რომ ბიზნესმა შემდგომში ეს ხარჯში გაითვალისწინოს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.



ახალი ინიციატივის შესაბამისად, არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ წარმოებული საქონლის შესყიდვისას ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან მინიმალური განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. ასევე, შეიცვლება საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გარკვეულად უზღუდავს მსხვილ ბიზნესს მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა