logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიას“ BB- , ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიას“ BB- , ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
19:05 03.04.2018
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings GmbH -მა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ბიზნეს რისკის მიხედვით „BB-“, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით „BB“ რეიტინგი მიანიჭა. „ქართული ლუდის კომპანიაზე“ რეიტინგი მინიჭებულ იქნა ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, ბაზრის წილისა და ძლიერი საბალანო უწყისის გამო, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

რეიტინგის მინიჭებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტმა სს ქართული ლუდის კომპანია შეაფასა დადებითად და აღიარა კომპანიის ბიზნესის სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც დადებითი მოვლენაა როგორც კომპანიის ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

რეიტინგის მიღებისა და ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს „ქართული ლუდის კომპანიას“ თიბისი კაპიტალი (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ბაზარზე 2011 წლის 03 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში - 9 თვეში ბაზარზე წარადგინა ზედაზენის პირველი პროდუქცია. „ქართული ლუდის კომპანია“ უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ევროპის მოწინავე მწარმოებლების დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ზედაზენის პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მსოფლიო სტანდარტებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, დიდი წარმატებაა, რადგან რეიტინგი შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს და ამავდროულად ასახავს საერთაშორისო ექსპერტების ნდობას კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისადმი.

,,სს ქართული ლუდის კომპანია ერთ-ერთი პირველია ქართულ კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მიღებული „BB” რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედ, ადგილობრივ კერძო კომპანიებს მიუღიათ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობისა და სტაბილურობის მიმართ ექსპერტების მაღალი სანდოობის გამოხატულებაა და ადასტურებს იმას, რომ „ქართული ლუდის კომპანია“ სრულად შესაბამება ევროპულ სტანდარტებს - როგორც წარმოებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით, ასევე ბიზნესის მოწყობისა და მართვის მხრივ. კომპანიაში ამ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაციით გაიზრდება ხელმისაწვდომობა კაპიტალის ბაზრებზე, გაიზრდება ინვესტორების ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროექტების წამოწყებას და ქართული ეკონომიკის უფრო მეტად გაძლიერებას“ - აღნიშნა ს.ს.  ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

„მოხარული ვართ რომ სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. სქოუპ რეიტინგსის საკრედიტო რეიტინგი და მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის კომპანიას და მისცემს საშუალებას თავი დაიმკვიდროს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე როგორც უკვე საჯარო ქართულმა კომპანიამ“ აღნიშნა თიბისი კაპიტალის დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა. ლარში დენომირიებული ობლიგაციის საჯარო განთავსების ტრანზაქციაზე აგენტად კომპანიამ თიბისი კაპიტალი დანიშნა.

ცნობისთვის, Scope Ratings GmbH საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სააგენტოა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა აკრედიტირებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა