logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობა დასრულდა
ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობა დასრულდა
12:41 30.03.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, სსს „ინტერ რაო-ს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელმა დიმიტრი ვოლკოვმა, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ და თბილისის მერის მაოდგილემ ილია ელოშვილმა ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობის დასრულების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

„დღეს ჩვენ გავხსენით ახალი ქვესადგური „ჩუღურეთი“, რომელიც მოემსახურება ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის 25 000 აბონენტზე მეტს. თბილისის ცენტრში ახალი ენერგოობიექტის ამოქმედება დედაქალაქის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ტიპის პროექტებით მაღლდება ელექტრომომარაგების საიმედოობა და ხარისხი, იზრდება ინვესტიციების მოცულობა ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურაში. აქ ადრე არსებული, ძველი ქვესადგურის ხანდაზმულობისა და ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ახალი ქვესადგურის მშენებლობაზე, რის შემდეგაც კომპანია „თელასმა“ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ქვესადგურ „ჩუღურეთის“ მშენებლობაში დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.“- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

კომპანია „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგური „ჩუღურეთი“ ააშენა, რომელიც „თეც“-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება თბილისის ორი ცენტრალური რაიონის - ჩუღურეთის და მთაწმინდის 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხს და საიმედოობას გააუმჯობესებს.

ყოფილი „თბოელექტროცენტრალის“ ტერიტორიაზე ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი შენობა აშენდა და ქვესადგური თანამედროვე ელექტრომოწყობილობებით აღიჭურვა. ქვესადგურში დამონტაჟდა 2 ცალი ABB მარკის 35კვ-იანი ძალოვანი ტრანსფორმატორი სიმძლავრით 25 მეგავატი, 12 ცალი ABB მარკის 35კვ-იანი გამანაწილებელი უჯრედები და 52 ცალი „ინვენტ ელექტროს“ მარკის 6 კვ-იანი უჯრედი. ამასთანავე განხორციელდა სარელეო დაცვის, მეორადი და ძალოვანი წრედების, მართვის და რეგულირების თანამედროვე მოწყობილობების მონტაჟი.

ქვესადგურის მშენებლობასთან ერთად „თელასმა“ ახალი ორჯაჭვა სარეზერვო საკაბელო ხაზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვესადგურ „ჩუღურეთს“ „ორთაჭალა ჰესთან“ აკავშირებს. ამჟამად აღნიშნული 4,7 კილომეტრიანი სარეზერვო კვების ხაზი ქვესადგურის და მისი აბონენტების საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

ქვესადგურის და სარეზერვო ხაზის მშენებლობის პროექტების განსახორციელებლად კომპანია „თელასმა“ 14 მილიონ ლარამდე დახარჯა.

ძველი ქვესადგური ექსპლუატაციაში 1950 წელს შევიდა. მისი ხანდაზმულობისა და ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, 2016 წელს სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ახალი 35კვ-იანი ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობაზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2618 განკარგულების საფუძველზე სს „თელასსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ქვესადგურის მშენებლობისთვის „თელასს“ 1 200 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. მარეგულირებელი კომისიის დადგენილების შესაბამისად, ქვესადგურის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა