logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
UN ESCAP -ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა შესაძლოა, თბილისში გაიმართოს
UN ESCAP -ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა შესაძლოა, თბილისში გაიმართოს
12:24 30.03.2018
ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს შეხვდა. შამშად ახტარმა ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმში აქტიური ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბი, UN ESCAP -ის პლატფორმას გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია მომავალი UN ESCAP -ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა თბილისში გაიმართოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრაზე განაცხადა, ივლისში, „ღია მმართველობის ფორუმის” ფარგლებში, საქართველო მზად არის UN ESCAP-ის აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს უმასპინძლოს.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში არჩილ ძულიაშვილი.
ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, 28-30 მარტს აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმის თავმჯდომარეობდა, რომელიც დღეს იხურება. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობს UN ESCAP-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი და ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხების განხილვასა და მათი შესრულების გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმების დასახვაზე.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა