logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გასულ წელს ქვეყანაში 875 მოქმედი ლომბარდი დაფიქსირდა
გასულ წელს ქვეყანაში 875 მოქმედი ლომბარდი დაფიქსირდა
11:39 30.03.2018
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გასული წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან, 55,7% ქ. თბილისში მდებარეობს, 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.
ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% - უცხოურ ვალუტაში.
2017 წლის ბოლოსათვის, ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 17,7 მლნ ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის 46,3% - ეროვნულ, ხოლო 53,7% - უცხოურ ვალუტაში. აღსანიშნავია, რომ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობის 97,1% რეზიდენტ ბანკებზე მოდის. 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა (მათ შორის 64,7% პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 35,3% - უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 16,9 მლნ ლარი შეადგინა. საინტერესო სურათს გვაძლევს ვალდებულებების ანალიზი. კერძოდ, 2017 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 393,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის თითქმის ნახევარი (50,4%) უცხოურ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 75,5% რეზიდენტებისაგანაა აღებული. ლომბარდების 2017 წლის საბალანსო მოგებამ2 47,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,6 პროცენტი) ფიზიკური პირია.
სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45,4% შეადგინა. მისი წილი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა. საშუალოწლიური შეწონილმა საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 73,4% შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 29,2% სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში.
რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილით ხასიათდება თბილისი (67,8%), აჭარა (13,0%), იმერეთი (8,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,7%) და ქვემო ქართლი (3,3%). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია თბილისში (76,1%), აჭარაში (9,9%), იმერეთში (4,8%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (4,4%) და ქვემო ქართლში (2,8%). ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რეგიონების მიხედვით (თბილისის გარდა) 2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული და აღებული სესხების მოცულობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა