საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმდინარე
წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,5 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის თებერვალში შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.

















