logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა ზუგდიდში წარადგინა
მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა ზუგდიდში წარადგინა
13:28 29.03.2018
ზუგდიდში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა.
ბახტაძემ სიახლე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში საგადასახადო თვალსაზრისით. ხუთჯერ მცირდება გადასახადი 5%-დან 1%-მდე მაშინ, როდესაც ხუთჯერიზრდება ზღვარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. სამეგრელოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, იმისთვის რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმა ძალიან კარგადგამოიყენოს. ჩვენ მნივშნელოვან პროგრესს ვხედავთ სამეგრელოში ტურიზმის ზრდის კუთხით, ასევე, სამეგრელოში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურულიპროექტი საქართველოში - ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის სახით, სადაც მე იმედი მაქვს, საშულება იქნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს თავისი პოტენციალისრეალიზება. ვფიქრობთ, რომ ის შეხვედრები, რაც ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავმართეთ, იყო ძალიან ნაყოფიერი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაგვეხვეწა ესპრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალიინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირებიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტადჰქონდეთ წვდომაფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

პრეზენტაციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, კერძო სექტორის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვანსიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე იხილება საპარლამენტო კომიტეტებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა