logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 წელს ბანგკოკში გაეროს ESCAP-ის ფორუმს საქართველო თავმჯდომარეობს
წელს ბანგკოკში გაეროს ESCAP-ის ფორუმს საქართველო თავმჯდომარეობს
13:05 29.03.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით, ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმი გაიხსნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში რეგიონის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ყურადღება ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მდგრადი განვითარების ინდიკატორების დანერგვაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უკავშირდება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფორუმში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებული რეფორმებისთვის და სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
აღნიშნულ ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ტაილანდის, სხვა მონაწილე ქვეყნებისა და გაეროს წარმომადგენლებთან.
ESCAP-ის შტაბბინაში სპეციალურად მოწყობილ პარტნიორების პავილიონში, საქართველოს სტენდზე, საქართველოს საგარეო უწყებამ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა; გაიმართა ქართული ღვინისა და ტკბილეულის დეგუსტაცია.
ბანგკოკში, სადაც გაერო-ს აზიისა და ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის შტაბბინა მდებარეობს, კომისიის ორგანიზებით, გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებით, ყოველწლიური კონფერენცია და მაღალი დონის ფორუმი იმართება.
ფორუმი ითვალისწინებს 2015-2030 წლებში გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის რეგიონალურ კონსულტაციებს, ასევე, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
სამდღიანი ფორუმი (28-30 მარტი), რომელშიც მონაწილეობს ESCAP-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი, ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხების განხილვასა და მათი შესრულების გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმების დასახვაზე. მდგრადი განვითარების მეხუთე ფორუმის დევიზია „ტრანსფორმაცია მდგრადი და მოქნილი საზოგადოებისკენ“ (Transformation towards sustainable and resilient societies).





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა