logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ბანგკოკში ტაილანდელ კოლეგას შეხვდა
ლევან დავითაშვილი ბანგკოკში ტაილანდელ კოლეგას შეხვდა
12:02 29.03.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრს, გრისადა ბუნრახს შეხვდა. ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სფეროში მიღწევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაილანდის სამეფოსთან, როგორც რეგიონის წამყვან ქვეყანასთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ტყისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის კუთხით.

ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრის განცხადებით, მისთვის ცნობილია ქართული ღვინის მაღალი ხარისხის შესახებ. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამეფოში პოპულარიზაციას.

ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ბანგლადეშში, ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკაში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა