logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
,,ქორთიარდ მერიოტში“ დღეს თემაზე - „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“ დისკუსია გაიმართება
,,ქორთიარდ მერიოტში“ დღეს თემაზე - „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“ დისკუსია გაიმართება
22:26 28.03.2018
სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით, დღეს „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც შედგება დისკუსია თემაზე „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“

შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზენტაციები თემებზე: უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრაშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას.

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

საბჭო, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმა, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა