logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ატლანტიკ ჯგუფი“: საქართველო ევროპისა და აზიის ბაზრებისთვის კარია
„ატლანტიკ ჯგუფი“: საქართველო ევროპისა და აზიის ბაზრებისთვის კარია
17:45 28.03.2018
„საქართველო ევროპისა და აზიის ბაზრებისთვის კარია“ - ამის შესახებ ფრანგული კომპანია Groupe Atlantic- ის გენერალურმა დირექტორმა ინდუსტრიის განვითარების დარგში ემანუელ კაიმ განაცხადა.
ფრანგული კომპანიის ინვესტირებით დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
როგორც გახსნაზე ემანუელ კაიმ განაცხადა, ქუთაისში „ატლანტიკ-ჯორჯიას“ განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასე კომპანია უფრო ახლოს არის თავის მომხმარებლებთან.
„საქართველო ბევრი ბაზრისთვის არის კარი, ამიტომ ქუთაისში ჩვენი საწარმოს განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლოს ვართ ჩვენს მომხმარებლებთან. როდესაც ახალ ქვეყანაში ჩავდივართ, ვცდილობთ, მოვერგოთ ამ ქვეყნის კანონმდებლობას, ამავე დროს დავნერგოთ „ატლანტიკის“ სტანდარტები. მე ვიტყოდი, რომ საქართველოში საქმიანობის დაწყება ჩვენი სტანდარტების შესაბამისად არ გაგვჭირვებია. აქ შესანიშნავი კლიმატია. ჩვენ დავასაქმეთ ადგილობრივები, რომლებსაც ვუტარებთ ტრენინგებს. ასე რომ, საქართველოში ყოფნით ბედნიერები ვართ“, - განაცხადა ემანუელ კაიმ.
„ატლანტიკ ჯორჯიას“ საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში.
ქარხანაში დღეისთვის 45 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამ ეტაპზე საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით.
ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მაკარონის ქარხნის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება.


საერთო ჯამში, ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა