logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტორმა 45 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ვალდებულება ერთ წელიწადში შეასრულა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინვესტორმა 45 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ვალდებულება ერთ წელიწადში შეასრულა
15:14 28.03.2018
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად გახსნა.
საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმიურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის.


„ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე.


„დღეს სრული საწარმო ციკლი ვიხილეთ, დაწყებული ძალიან მარტივი მასალებით და დასრულებული მაღალი ღირებულების პროდუქციით. ლოკალიზაციის მაჩვენებელი 72%-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქციის ღირებულებაში 72% და მეტი ჩვენს ქვეყანაში იქმნება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა პერსონალური მადლობა გადაუხადა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს მიხეილ თიგიშვილს, რომელმაც საქართველოში კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ დონის ინვესტორი შემოიყვანა.


ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს მაკარონის ქარხნის მშენებლობაც, რომელიც მალე დასრულდება.

მთლიანად ქუთაისის თიზ-ში ინვესტირებულია 100 მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულია 370 ადამიანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა