logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას შეძლებს
დიმიტრი ქუმსიშვილი: გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას შეძლებს
10:49 28.03.2018
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანიების - „სილქნეტისა და „ჯეოსელის“ გაერთიანებათან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი გარიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ეს არის კონკურენციის წამახალისებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გაერთიანებული, ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მომსახურების ხარისხის გაზრდას, კონკურენცია კი - ახალი პროდუქტების გამოჩენას ბაზარზე“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შემდგარი გარიგების თანახმად, „სილქნეტი“ ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგება „სილქნეტის“ ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისთან გააერთიანებს. გაერთიანებული კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით „თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით.

პირველმა ვიცე პრემიერმა მონაწილე მხარეებს გარიგების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამასთან მან მადლობა გადაუხადა „თიბისი ბანკს“ ტრანზაქციისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის და ქვეყნის მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.

„სწორედ გუშინ დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ისრაელი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა, მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯავს, რა თქმა უნდა, აქედან ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ ICT სექტორზე. ჩვენ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამ რიცხვისგან, მაგრამ ასეთი ძლიერი კომპანიები, კერძო სექტორი სამომავლოდ აუცილებლად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოსთან ერთად განვავითაროთ უკვე ის მიმართულებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უფრო მაღალი ხარისხის, გამოყენებით პროდუქტებად გარდაიქმნება და მიწოდებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა