logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება
საქართველოში ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება
16:56 27.03.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ მასპინძლობით, თბილისში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფის (GASP-SG) შეხვედრა იმართება. ღონისძიება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა.
შეხვედრაზე ICAO-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის, მოლდოვის და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა, აგრეთვე, საავიაციო ინდუსტრიის ექსპერტებმა იმსჯელეს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით ქვეყნებისა და რეგიონებისთვის დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებზე, საავიაციო უსაფრთხოების დონის განსაზღვრის ძირითად ინდიკატორებზე, დარგის მიმდინარე და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტებზე. ორ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და “საქაერონავიგაციის” წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეებს გააცნონ საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესების და საჰაერო ნაკადების მართვის მოდერნიზების კუთხით საქართველოში მიღწეული პროგრესი.
ICAO-ს სამდივნოს ეგიდით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანს, საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის (GASP, Doc 10004) ახალი, 2020-2022 წლების გამოცემის შემუშავება წარმოადგენს. 2017 წლიდან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების ექსპერტებთან ერთად, აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს წარმომადგენელი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან კარანაძე.



2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა. მიმდინარე წლის 13-20 მარტს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებული აუდიტის წინასწარი შედეგებით კი, ქვეყნის საერთო მაჩვენებელი 87.50%-მდე გაიზრდება.



ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და ღონისძიების მასპინძლობა წარმოადგენს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მიერ დასახული კურსის კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო დონეზე.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა