logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება
საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება
15:35 27.03.2018
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

აღნიშნული კომპანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, საქართველოში მსხვილ საინვესტიციო მაღალტექნოლოგიურ პროექტს ახორციელებს. საუბარია საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების, მათ შორის, თვითმფრინავის კარებების, აეროდინამიკური ზედაპირის, საკონტროლო პანელის დამზადებაზე. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ქართულმა და ისრაელის მხარემ დააფუძნეს ერთობლივი კომპანია საქართველოში სს"“Aerostructure TechnologiesCyclone’’ (ATC)".

საწარმო თბილისში 10 მაისს გაიხსნება.

ახალი საწარმო იქნება Elbit Systems-ის ქარხნის ანალოგი (მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში)და შეძლებს გამოუშვას პროდუქცია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის ბრენდის ქვეშ. სრული საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარია. პროექტმა უნდა დაასაქმოს 300 ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც გადამზადდებიან ავიაციის წარმოების ბაზარზე წამყვანი სპეციალისტების მიერ. პროდუქციის 100% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა. გეგმის მიხედვით, ყველა სამუშაო დასრულდება 2018 წლის აპრილის ბოლომდე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, წლის ბოლომდე, დაგეგმილია სერტიფიცირების ყველა პროცედურის გავლა, რის შემდეგ ქარხანა პროდუქციის გაყიდვას დაიწყებს.

პრეზენტაციის შემდეგ კომპანია ELBIT-ის წარმომადგენლებმა საქართველოში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს დელეგაციასთან, რომელთა შორის ასევე იყვნენ საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა