logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული ღვინის 32 კომპანია ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს
ქართული ღვინის 32 კომპანია ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს
11:44 24.03.2018
მიმდინარე წლის 22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (The 98th China Food & Drinks Fair) იმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენა „China Food & Drinks Fair“ ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. საგამოფენო სივრცე გაშლილია 300 ათას კვ.მ-ზე და მასში ყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას სტუმრობს 200 ათასზე მეტი ვიზიტორი.

გამოფენას ესწრება ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე, რომლის თქმითაც, წლევანდელი გამოფენა კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ და აღსანიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წლევანდელი გამოფენა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანმა გამოფენის მსვლელობის დროს უკვე გააფორმა ახალი საექსპორტო ხელშეკრულება, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან, რაც არის კიდეც აღნიშნულ გამოფენაზე ქართული კომპანიების მონაწილეობის მთავარი ამოცანა“ - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „გიუაანი“, „კახური“, „ვიტე ვერა“ (ბესინი), „ვინაგორა“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „BG Wines”, „ჩელთი“, “თბილღვინო”, “ფალავანი”, “კოტეხი”, “ვაინმენი”, “ქიმერიონი”, “შილდა”, „სათავადო“, “თელიანი ველი”, „ჯიმშერი“, “კორპორაცია ქართული ღვინო”, “ბოლერო და კომპანია”, “შატო მუხრანი”, “მეღვინეობა ხარება”, GWS, “ბატონო”, KTW, “მარანული”, “ქართული ღვინის სახლი”, “მოსმიერი”, შპს „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმანის ღვინოები“, “ვაზიანი კომპანი” და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა