logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Goût de France ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობდა
Goût de France ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობდა
14:37 23.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალენ დუკასის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში Goût de France მიიღო მონაწილეობა. ეს არის უნიკალური მსოფლიო ღონისძიება, რომელსაც წელს ქართული რესტორნებიც შეუერთდნენ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლოდ გაღრმავებაზე ისაუბრა.

„ბორდოს რეგიონში თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი გაორმაგებულია. საფრანგეთის საელჩოს სურვილია, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ღონისძიების Goût de France ფარგლებში, მსოფლიო შეფმზარეულები 5 კონტინენტის 150-ზე მეტ ქვეყანაში მოქალაქეებს „ფრანგულ სტილში“ მენიუს სთავაზობენ. მასში 3 000-ზე მეტი რესტორანი მონაწილეობს.

„საქართველოს და საფრანგეთს ბევრი საერთო გვაქვს ღვინის კულტურის მიმართულებით. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. 2017 წელს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება გაიცვალა საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქ ბორდოს შორის.

ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ჩვენი ქვეყანა 4 თვის განმავლობაში გამოფენით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა