logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: დადგინდა, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია
დიმიტრი ქუმსიშვილი: დადგინდა, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია
12:26 23.03.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ექსპერტიზის შედეგების მიხედვით „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა მოხდა, რამაც მოწყობილობის გათიშვა გამოიწვია.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტის შემდეგ ოპერატორს კონკრეტული ქმედებები უნდა შეესრულებინა, რითაც საბაგიროს დიზელ-გენერატორზე გადაიყვანდა.
ამის შესახებ ქუსმიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, სამინისტროს მოწვევით საქართველოში „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები იმყოფებოდნენ, დღეს უკვე გვაქვს მათ მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია.
ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია.
თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.
სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი“- განაცხადა ქუსმშვილმა.
მისივე თქმით, საბაგიროს ოპერატორი უკვე ჩამოშორებულია ამ საქმიანობას.
„დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. გარდა ამისა, მე მომმართა ორმა ადამიანმა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები - ეს არის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძე და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსo კოტე ქადაგიძე. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. დასკვნა: უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა მოხდა ადამიანის შეცდომა (Human Factor)“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დასკვნისავე თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს ინსპექტირება კვალიფიციურად ჩატარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ თანამშრომლების გადამზადების მიზნით, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ კომპანიასთან თანამშრომლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის კურორტებზე არსებული საბაგიროების ტექნიკური პერსონალის გადამზადება აქტიურად ხორციელდებოდა. 2017 წელს ტექნიკურმა პერსონალმა ავსტრიაში კომპანია „დოპელმაიერის“ სათაო ოფისთან არსებულ ქარხანაში გადამზადება გაიარა, რომელიც ითვალისწინებდა საბაგიროს ელექტროსისტემების, უსაფრთხოების, ძრავების, ჰიდრავლიკისა და სხვა დეტალების შესახებ სწავლებას. ასევე, მნიშვნელოვანი გადამზადება ტექნიკურმა პერსონალმა 2017/2018 წლის ზამთრის სეზონის გახსნამდე გაიარა. სწავლება ევროკავშირის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში გულისხმობდა ფრანგი ექსპერტების მიერ საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2018 წლის იანვარში კი ფრანგული საბაგიროების მწარმოებელი კომპანია „პომას“ ექსპერტის მიერ ჩატარებული სწავლება გულისხმობდა საბაგიროების უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმებას, გასწორებას და საბაგიროს პერსონალის მომზადებას.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებულია მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული საბაგიროები. მათ შორის არის ავსტრიული კომპანია დოპელმაიერი, რომელიც ლიდერია ხარისხის, ტექნოლოგიებისა და საბაგიროების წარმოების კუთხით. დღესდღეობით დოპელმაიერის დამონტაჟებული აქვს 14,800 საბაგირო 92 ქვეყანაში. „დოპელმაიერი“ 1986 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული აქვს 15 საბაგირო. (გუდაური 6, ბაკურიანი 6, სვანეთი 1, გოდერძი 2) ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა მუდმივად შესაბამისობაშია მსოფლიოში არსებულ მოწინავე სტანდარტებთან. საქართველოში მათ მიერ ასევე განხორციელდა როგორც თბილისი-ფუნიკულიორის, ისე ბათუმის საბაგირო მშენებლობა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 16 მარტს გუდაურში მომხდარი ინციდენტი იყო ერთჯერადი ფაქტი.
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული დასკვნა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიიღებს „საძელეს“ ინციდენტთან მიმართებაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ოფიციალური გამოძიების შემდეგ მივიღებთ. გარდა ამისა, გამოძიებას აღნიშნული საქმის მიმართ გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის შედეგიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება ოპერატორს, რომელიც მართავდა „საძელეს“ საბაგიროს ინციდენტის მომენტში. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ის მხოლოდ ოფიციალური გამოძიების დასრულების შემდეგ განისაზღვრება“- განაცხადა ქუმსიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა