logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში რეგიონალურ ცენტრად ვაქციოთ
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში რეგიონალურ ცენტრად ვაქციოთ
17:52 22.03.2018
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში რეგიონალურ ცენტრად იქცეს.

ამის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც, ხელი მოეწერა მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას. ასევე, მოხდა ახალი ლოგისტიკური დერეფნის კონცეფციის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით.
სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.
„ბოლო წლებში, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში, ხდება მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ქიმიური მრეწველობის დარგში. ეს საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო გამტარუნარიანობა იმ ტვირთის მოსაზიდად, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება კასპიის ზღვის აუზში,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნებში, როგორიცაა: თანამედროვე აბრეშუმის გზა, კასპიის ზღვის დაკავშირება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შავი ზღვის გავლით. „ამასთან ერთად, ძალიან პოპულარული ხდება დერეფანი, რომელიც გულისხმობს სპარსეთის ყურის დაკავშირებას შავი ზღვის აუზთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ტენდენციებია, ტვირთის სტრუქტურის ცვლილების თვალსაზრისით, ვინაიდან მწარმოებელი ქვეყნები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ გადამუშავებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, გავითვალისწინოთ ახალი ტენდენციები და ჩვენი შავი ზღვის პორტებში განვავითაროთ სწორედ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა კონსორციუმში ისეთი ძლიერი მოთამაშეების მონაწილეობის მნიშვნელობას, როგორიცაა: „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, კორპორაცია „Mitsubishi“ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტრეიდერული კომპანია Trammo AG.
„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ინფრასტუქტურის განვითარებისთვის, მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროქტი, ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ქუთაისში. ყველაფერი ერთად, ემსახურება მთავარ მიზანს - საქართველო გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რაც ბევრ დივიდენდს მოუტანს ქვეყანას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი ბუნებრივი ადგილმდებარეობა გვაძლევს ასეთი თამამი განაცხადის გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იმისა, რომ ინვესტიციები ხორციელდება პარალელურად, როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროებზე, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტსა და ბათუმის პორტში.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დერეფნის უპირატესობა, რათა პარალელურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის აუზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღნიშნული ინიციატივის დაწყებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე იწყებს თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით, რისთვისაც გეგმავს 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა