logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო
13:02 22.03.2018

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის

დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო.
სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით EU4Business-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამა EU4Business-ს ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, ზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე ისაუბრა, მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
„2014 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებას, რაც ნამდვილად იყო ბიძგი, რომ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნილიყო, საქართველოს გასჩენოდა სტიმული იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი წარმოებები და საქართველოს ეკონომიკა მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მთავრობამ შექმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც თავისი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შემდგომში უკვე ევროკავშირმა შემოგვთავაზა, როგორც პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი სერიოზული სტიმულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ექსპორტის დივერიფიკაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე აღნიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა