logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა
12:01 22.03.2018
„ევროკავშირის ბიზნესისთვის ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მას მერე, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და მოხდა 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება.

„დღეისთვის 7 ათას ახალ სამუშაო ადგილს ვითვლით, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 1,1 მილიარდი ევრო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის მიმდინარეობისას ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებსა და პროექტებზე, ასევე საკრედიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყნები შექმნიან.

„ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ყოველთვის იქნება, ლიდერი. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენი კომერციული ბანკების და ინვესტორების მეშვეობით მაქსიმალურად ასათვისებელ პროექტებს და შესაბამისად, მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ“, - დასძინა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა