logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
11:24 22.03.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაში დღეს პირველად, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ და შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმა წარუდგინა.

განხილულ იქნა, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 4.1 მილიარდი ევროს (დაახლოებით, 12 მილიარდი ლარი) გამოყოფას ითვალისწინებს.

კატერინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 4 პუნქტიანი გეგმა წარმატებული, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კი, საქართველო რეგიონში სამაგალითოა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას რეფორმების მიმდინარეობის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საბჭოს წევრებმა და მიწვეულმა სტუმრებმა დღესვე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის: მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში, კანონპროექტი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, ქვეყანაში მიმდინარე საპენსიო რეფორმა და ახლადშექმნილი ტურიზმის საბჭოს, როგორც საკონსულტაციო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

სასამართლო სისტემის რეფორმის ნაწილში, ყურადღება გამახვილდა კომერციული და საგადასახადო პალატების შექმნასა და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პალატები ხელს შეუწყობს კომერციული დავების მოკლე ვადებში გადაწყვეტას და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოლაფ ზიმელკა, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში დირექტორატის სამმართველოს უფროსი მატიე ბუსკე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიქელ ქოუგილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პირები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა