logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმის პორტში თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იწყება
ბათუმის პორტში თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იწყება
10:30 22.03.2018
ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress” დღეს გამართავენ პრეზენტაციას - „საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება - მინერალური სასუქების ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან“.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას. ასევე გაიმართება კომპანია ‘’Wondernet Express”- ის და „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ პრეზენტაცია, წარმოდგენილი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის კონცეფცია, მინერალური სასუქების ტრანსპორტირება შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით. ღონისძიებაზე განიხილება ახალი დერეფნის უპირატესობა და პოტენციალი.
კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ (Wondernet Express) გეგმავს თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით. ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდათ.
ბოლო 50 წლის განმავლობაში თითქმის ექვსჯერ გაიზარდა მინერალური სასუქების გლობალური მოხმარება. 2017 წელს მინერალურ სასუქებზე გლობალურმა მოთხოვნამ შეადგინა 186 მილიონი ტონა. სასუქის მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, 2020 წლისათვის აღნიშნული მოთხოვნა მიაღწევს 200 მილიონ ტონას.
ამ დროისთვის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მინერალური სასუქების მწარმოებელი ქარხნების საწარმოო სიმძლავრეები წელიწადში 9 მილიონ ტონამდე სასუქის წარმოების საშუალებას იძლევა, რომლის ნახევარზე მეტიც გადის ექსპორტზე. უახლოეს წლებში, ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების გამო, მოსალოდნელია რეგიონში საწარმოო სიმძლავრეების ზრდა.
„ვონდერნეტ ექსპრესი“ გეგმავს 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას ბათუმის საზღვაო პორტში ტერმინალის ასაშენებლად. ეს დადებით გავლენას იქონიებს როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დერეფნის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე და იგი გახდება უმოკლესი და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი ცენტრალური აზიიდან შავი ზღვის მიმართულებით.
ტექნოლოგიური პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ტერმინალი აღჭურვილი იქნება სასუქის ჩამოცლისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობითა და კონვეიერული სისტემით; ტერმინალზე ასევე დამონტაჟდება სპეციალური დანიშნულების გემის დამტვირთველი, ნავმისადგომზე მომდგარ გემებზე საქონლის გადასატვირთად. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის. საინჟინრო პროექტი ითვალისწინებს საწყობის რამოდენიმე ნაწილად დაყოფას, რათა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ტიპის საქონლის ერთდროული შენახვა. დამონტაჟებული აღჭურვილობის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მატარებლიდან ტვირთის ჩამოტვირთვა როგორც საწყობში, ასევე პირდაპირ გემებზე. სატრანზიტო ტერმინალის დიზანი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას მოგვცემს.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება „ბატუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის აქტიური მონაწილეობით, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტრეიდერულ კომპანიასთან - Trammo AG-სთან პარტნიორობით. პროექტი ხელს შეუწყობს ისეთი საქონლის ტრანზიტისა და სატვირთო გადაზიდვების ზრდას, რომლებიც ადრე არ იყო დამახასიათებელი ამ მარშრუტისთვის. იგი დადებით გავლენას მოახდენს აჭარის ეკონომიკაზე და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
ბათუმი არის საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი. წელს პორტი თავისი 140 წლის იუბილეს აღნიშნავს. XX საუკუნის დასაწყისში ბათუმის პორტი შავი ზღვის ერთ-ერთი წამყვანი პორტი გახდა თავისი მნიშვნელობისა და სატვირთო ბრუნვის გამო. ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართვამ ბათუმის პორტი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი ცენტრი და საერთაშორისო მნიშვნელობის დიდი სატრანსპორტო ობიექტი გახადა. პორტის მთლიან ტერიტორიას 19.7 ჰექტარი უჭირავს, მისი წლიური წარმადობა 18 მილიონ ტონა ტვირთამდეა. საერთო ჯამში პორტში არის 11 ნავმისადგომი და უნაპირო ნავმისადგომის პუნქტი. ასევე, ნავთობის, საკონტეინერო, საბორნე, მშრალი ტვირთებისა და სამგზავრო ტერმინალები.
აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოს უმსხვილესი მომწოდებლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა