logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომეო მიქაუტაძე: მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის
რომეო მიქაუტაძე: მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის
18:37 20.03.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის, მინიმალურია გარემოზე ზემოქმედება და აუცილებელია აღნიშნული სიმძლავრეების ინტეგრირება არსებულ სისტემაში.

ამის შესახებ მიქაუტაძემ მესტიაში, მოსახლეობის იმ ნაწილთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა რომლებიც მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
მისი თქმით, ადგილობრივებთან მოხდა შეთანხმება, რომ მომდევნო შეხვედრა 24 მარტს თბილისში ჩატარდება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტული წრეების წარმომადგენლებიც.


მსგავსი შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან მესამედ გამართა. რომეო მიქაუტაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მესტიაჭალის ჰესის პროექტი და მისი გავლენა როგორც გარემოზე, ისე მოსახლეობაზე. აღინიშნა, რომ მესტიაჭალა ჰესი 1-ისა და მესტიაჭალა ჰესი 2-ის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ია, ხოლო პროექტების საინვესტიციო მოცულობა 75 მლნ აშშ დოლარია. ითქვა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.


რომეო მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა პროექტების სოციალურ მხარეზეც. კერძოდ, ელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შევა, რაც მესტიის და მიმდებარე სოფლების კეთილდღეობას მოხმარდება

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა