logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილა
17:22 20.03.2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
პროექტი, რომელიც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული, სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრას და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„ჩვენი ქვეყანა ახორციელებს და გეგმაზომიერად მიყვება დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენ არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მაგალითად მშობიარობის დაფინანსების პროგრამა, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა, განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქვეყანაში აბორტების რიცხვი და დღეს დადგა საკითხი, რომ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვროს“, - განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან ასესვე აღნიშნა, რომ ქვეყანა რომელიც დემოგრაფიულ პოლიტიკას ახორციელებს, არ შეიძლება არ ჰქონდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი. სწორედ ამიტომ მან კოლეგებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს.



მომხსენებლის განმარტებით, მოსახლეობის აღწერამდე არ არსებობდა სტატისტიკური ინფორმაცია რამდენი სამშვილიანი, ოთხშვილიანი და სხვა რაოდენობის შვილიანი ოჯახი არსებობს ქვეყანაში. საყოველთაო აღწერის კითხვარში შეტანილი იყო შესაბამისი კითხვა, რამაც აღნიშნული სტატისტიკის მიღება გახადა შესაძლებელი.



კანონპროექტის თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა, გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მისასალმებელია ასეთი ინიციატივა, მაგრამ რამდენადაც კანონი გავლენას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტზე, აუცილებელია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაცია და შესაბამისი დასკვნის მიღება.



კომიტეტმა პირველი მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს სწორედ ამ შენიშვნის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი, რომ საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს და წარადგენს საკუთარ დასკვნას და შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა