logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30 პოზიციაზე გადაინაცვლა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30 პოზიციაზე გადაინაცვლა
16:05 20.03.2018
საქართველომ ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5 პროცენტი აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციას შეხვედრაზე, რომელიც 20 მარტს თბილისში გაიმართა. ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის მისიას, რომელიც საქართველოში აუდიტის ჩასატარებლად იმყოფება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო მასპინძლობს.
შეხვედრაზე აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს საავიაციო სისტემამ განიცადა 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგებთან შედარებით. ითქვა, რომ ,,ღია ცის“ პოლიტიკის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვნად გაამკაცრა ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნები ავიაგადამზიდავებისთვის, რამაც ადგილობრივი ბაზრით რეგიონის წამყვანი ავიაკომპანიების დაინტერესება გამოიწვია. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ავიაციაში გატარებული ლიბერალური პოლიტიკა დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე - საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი. შედეგად, გაიზარდა კონკურენცია, რაც დადებითად აისახა მგზავრთა ნაკადზე.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში აჩვენა. კერძოდ, ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
• სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.49%-ს შეადგენა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 62.47%-ს შეადგენს;
• სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 58.53%-ს შეადგენს;
• ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 71.46%-ს შეადგენს;
• ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციურ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს, 91.57%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 67.75%-ია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი ამ კუთხით 90.1% გახდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი კი 55.54%-ს შეადგენს.

ICAO-ს აუდიტის ფარგლებში შემოწმდა შემდეგი სფეროები: სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG).
მიღებული შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმის მიხედვით 64.76%-დან 87.5%-მდე გაუმჯობესდება, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების რეიტინგში ქვეყანა 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე დაწინაურდება.
ვალიდაციის აუდიტის ოფიციალურ დასკვნას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 90 დღეში მიიღებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა