logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
„საპარტნიორო ფონდსა“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
14:32 20.03.2018
სს "საპარტნიორო ფონდსა" და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ითვალისწინებს ფონდის საკუთრებაში არსებული კლინიკების განვითარების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, "საპარტნიორო ფონდსა" და IFC-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის შემუშავებას.

მემორანდუმის გაფორმებამდე, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ IFC-ის რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.

"საპარტნიორო ფონდის" კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო.

"საპარტნიორო ფონდი" ამ საავადმყოფოების განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს "საპარტნიორო ფონდის" მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ მოაწერა ხელი, IFC-ს მხრიდან კი – საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროგრამის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, გიორგი პეტროვმა. "საპარნტიორო ფონდში" მემორანდუმის ხელმოწერას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი "კლინიკების განვითარების კომპანიის" დირექტორი თეა გიორგაძე დაესწრნენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) შესახებ:

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: წწწ.იფც.ორგ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა