logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთში შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გააფორმა
მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთში შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გააფორმა
18:04 14.03.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.
საუდის არაბეთის დედაქალაქში დღეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საუდის არაბეთის სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაანმა. აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
დღესვე, შედგა პირისპირ შეხვედრა ორ მინისტრს შორის. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები, ორმხრივი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესგარემოს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ხელს უწყობენ ბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება საქართველოში საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა